Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ნავაზ შარიფი თანამდებობაზე რჩება


პაკისტანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფის მიმართ გაგრძელდება გამოძიება კორუფციის მუხლით, თუმცა იგი ჯერჯერობით თანამდებობაზე დარჩება. სასამართლო სხდომაზე, რომელიც გაძლიერებული დაცვის ქვეშ გაიმართა, კოლეგიის ხუთმა წევრმა არ მიიჩნია საკმარისად ნავაზ შარიფის მიმართ წარდგენილი ბრალდებები და მხარი დაუჭირა, ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შექმნას. გასულ წელს ისლამაბადის სასამართლომ დაიწყო გამოძიება ჟურნალისტთა საერთაშორისო კორპორაციის მიერ შედგენილ, „პანამის დოკუმენტებში“ შესული იმ ცნობების გარშემო, რომელთა თანახმად ნავაზ შარიფის სამ შვილს, გადასახადების თავის არიდების მიზნით, დიდი ქონება ჰქონიათ დარეგისტრირებული ოფშორულ კომპანიებში. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდგომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები ქუჩის საპროტესტო აქციებით დაიმუქრნენ, თუ არ დაიწყებოდა გამოძიება ნავაზ შარიფის ქალიშვილისა და ორი შვილის მიმართ. პაკისტანის პრემიერ-მინისტრის ოჯახი უარყოფს წაყენებულ ბრალდებებს.

XS
SM
MD
LG