Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი უარყოფს ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა დევნას


კრემლმა უწოდა „დაუსაბუთებელი“ ინფორმაციებს ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა დევნის შესახებ. პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელობა, რამზან კადიროვის სახით, ამ ინფორმაციებს მიიჩნევენ „რეალობის დამახინჯებად და ცილისწამებად“. აპრილის დასაწყისში გაზეთმა „ნოვაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა დევნის შესახებ. გამოცემა ამტკიცებდა, რომ რესპუბლიკაში განუკითხავად ხოცავენ გეი-საზოგადოების წარმომადგენლებს, უკანონო აღუკვეთავენ მათ თავისუფლებას და აწამებენ.

XS
SM
MD
LG