Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაიწყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი


საქართველოში დაიწყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ორდღიანი ვიზიტი. უნგრელ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს. ვიზიტის განმავლობაში იგეგმება ვიქტორ ორბანისა და გიორგი კვირიკაშვილის ერთობლივ განცხადება მედიისათვის. სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115-ის წევრები და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს კურსდამთავრებულთა საქართველოს გუნდი 21 აპრილს, თავისუფლების მოედანზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქციით დახვდებიან უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, რომლის მთავრობაც აპირებს უნგრული წარმოშობის ამერიკელი ფინანსისტის, ჯორჯ სოროსის მიერ 1992 წელს დაარსებული ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დახურვას. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მეორედ სტუმრობს საქართველოს. პირველად ვიქტორ ორბანი 2012 წლის 26 სექტემბერს ეწვია საქართველოს და მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებას.

XS
SM
MD
LG