Accessibility links

პარიზის ცენტრში თავდასხმის შედეგად ერთი პოლიციელი მოკლულია და ერთი დაიჭრა


პარიზის ცენტრში, ელისეს მინდვრებზე მოკლულია დაუდგენელი პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პოლიციელი მოკლა და ერთი დაჭრა. თავდასხმის ადგილი გადაკეტილია პოლიციის მიერ, რომლის თანახმად, დიდი ალბათობით საქმე გვაქვს ტერორისტულ აქტთან. საფრანგეთში ჯერ კიდევ მოქმედებს საგანგებო ვითარება მას შემდეგ, რაც 2015 წლის ნოემბერში პარიზში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა. 23 აპრილს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართება.

XS
SM
MD
LG