Accessibility links

პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის ცვლილებებს


დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მის თანმდევ პროექტებს განიხილავენ. ამით პარლამენტი აღნიშნულ საკანონმებლო პაკეტზე მუშაობას დაასრულებს. პაკეტის თანახმად, შემოდის მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის მინიჭების წესი. თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც მართვის მოწმობის მფლობელის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში იქნება ჩადენილი, გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას. კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება ერთი წლით მართვის უფლების შეჩერებას გამოიწვევს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG