Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტორბიორნ იაგლანდიმ საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა


ევროკავშირი მიესალმება „საქართველოში კონფლიქტის შესახებ“ გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-15 კონსოლიდირებული ანგარიშის გამოქვეყნებას და მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტის საკითხი ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მომავალშიც უნდა შენარჩუნდეს, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის დელეგაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელის ქართულ თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების მნიშვნელობა და ის როლი, რომელსაც ამ პროცესში ევროპის საბჭო, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან ერთად ასრულებს, რაც „უნიკალურ შესაძლებლობას ქნის კონფლიქტის შედეგად გახლეჩილი საზოგადოების წევრთა გასაერთიანებლად“.

XS
SM
MD
LG