Accessibility links

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მხარდამჭერები ვიქტორ ორბანს თბილისში აქციით შეხვდებიან


ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) მხარდამჭერები უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს დღეს თბილისში აქციით დახვდებიან. აქციის „სოლიდარობა CEU-ს” მონაწილეები, რომელთა შორის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ქართველი კურსდამთავრებულები არიან, უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ, რომელიც ბუდაპეშტში ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის დახურვას ითვალისწინებს; „მივიჩნევთ, რომ უნივერსიტეტის გამანადგურებელ, სისხლის სამართლის დამნაშავეების შემფარებელ და სოციალ-დემოკრატიული ოპოზიციური ძალების შემავიწროვებელ ავტორიტარს მშვიდობიანი საპროტესტო აქციით უნდა შევეგებოთ. ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, თუ ვის არ უნდა დაემსგავსოს“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში. აქცია 21 აპრილს, 12:00 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება, სადაც საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი იმართება. შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა განახლებულ რეგულაციებს განათლების შესახებ კანონში, რომელიც ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში დაფუძნებული უნივერსიტეტების ფუნქციონირების შეზღუდვას ითვალისწინებს. შედეგად, ბუდაპეშტში მოქმედ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს (CEU), რომელიც ჯორჯ სოროსის მიერ არის დაფუძნებული, დახურვა ემუქრება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG