Accessibility links

თბილისში მიმდინარეობს საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი


თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ გახსნეს. როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ეწერება ხელი, აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია ინვესტიციების ურთიერთგაცვლის ნაწილი, ასევე ხელი მოეწერება ხელშეკრულებას განათლების ნაწილში. მისივე თქმით, უნგრულ კომპანიებს საქართველოში აინტერესებთ გადამამუშავებელი წარმოება, მშენებლობა, წყლის რესურსების მართვა და ფარმაცევტიკა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG