Accessibility links

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციიტ, შეხვედრის მთავარი თემები პოლიტიკური ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი იყო. საუბრისას, ყურადღება დაეთმო საინვესტიციო მიმართულებას და უნგრული კომპანიების მზარდ ინტერესს საქართველოში დაგეგმილი პროექტებისადმი;საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საგანმანათლებლო სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიღწევებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.

XS
SM
MD
LG