Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში, ტიუბინგენთან დააკავეს დორტმუნდის საფეხბურთო კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი


გერმანიაში დაკავეს პირი, რომელიც ეჭვმიტანილია თავდასხმის მოწყობაში ავტობუსზე, რომელსაც დორტმუნდის საფეხბურთო კლუბ „ბორუსიის“ ფეხბურთელები გადაჰყავდა. გასული კვირის თავდასხმაში ეჭვმიტანილი, ტიუბინგენთან დაკავებული 28 წლის სერგეი ვ., გერმანიის და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე, ბრალდებულია მკვლელობაში, აფეთქების მოწყობაში და სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებაში. სამი ბომბი აფეთქდა „ბორუსიის“ ავტობუსთან 11 აპრილს, როცა გუნდი ჩემპიონთა ლიგის თამაშზე მიემგზავრებოდა. აფეთქებისას დაშავდა ერთი ფეხბურთელი, ესპანელი მცველი, მარკ ბარტრა და ერთი პოლიციელი. ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი მოელოდა, რომ ბორუსიის აქციების ფასი დაეცემოდა ფეხბურთელებზე თავდასხმის შედეგად.

XS
SM
MD
LG