Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიიდან დეპორტირებულია სერბიის 22 წლის მოქალაქე, რომელმაც თანატოლი ქალი მოკლა ფიზიკურ დაპირისპირების დროს


გერმანიიდან 20 აპრილს თავის მშობლიურ სერბიაში გაასახლეს პირი, რომლის მიერ ახალგაზრდა, თურქული წარმოშობის გერმანელი ქალის მკვლელობას საერთაშორისო გამოხმაურება და გერმანიაში აღშფოთება მოჰყვა. 22 წლის სანელ მასოვიჩი სასჯელის მოხდის შემდეგ სერბიაში გაასახლეს. ის ორწელიწადნახევარი იყო საპატიმროში თიუგჩე ალბაირაქის მოკვლისთვის. ალბაირაკი გამოესარჩლა ორ გოგონას, რომლებსაც მასოვიჩი აწუხებდა და ამ ინციდენტის დროს, რომელიც ოფენბახში, „მაკდონალდის“ სასადილოსთან მოხდა, მასოვიჩმა ისეთი ძალით დაარტყა ალბაირაქს, რომ ქალი ძირს დაეცა, თავი დაარტყა ქვაფენილს და კომაში აღმოჩნდა. ორი კვირის შემდეგ, თავის 23-ე დაბადების დღეს, ალბაირაქი გარდაიცვალა. თავდასხმა აღბეჭდა სათვალთვალო კამერამ. ჩანაწერი გავრცელდა სახელმწიფო ტელევიზიით და მომხდარმა შოკი მოჰგვარა საზოგადოებრიობას, ალბაირაქი გმირად შერაცხეს. მის დასაფლავებას ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. სასამართლოზე, სადაც განაჩენი გამოუტანეს მას სასიკვდილო შედეგით სხეულის დაზიანების გამო, მასოვიჩმა განაცხადა, რომ ღრმად არის შეწუხებული იმის გამო, რაც ჩაიდინა. მოსამართლის, იენს ასლინგის თქმით, მასოვიჩს არ სურდა ალბაირაკის მოკვლა, მაგრამ ვერავითარი განაჩენი ვერ აუნაზღაურებს ოჯახს დანაკარგს.

XS
SM
MD
LG