Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არმიის ორი ჯარისკაცი მოკლეს სეპარატისტებთან შეტაკებისას


უკრაინის არმიის ცნობით, მისი ორი ჯარისკაცი მოკლეს სეპარატისტებთან შეტაკებისას ქვეყნის აღმოსავლეთში. არმიის წარმომადგენლის, ლისენკოს თანახმად, შეტაკება მოხდა ანდრეევკასთან, რომელსაც მთავრობა აკონტროლებს და რომელიც სეპარატისტული დონეცკის მახლობლადაა. გასულ 24 საათში, ამავე ცნობით, დაიჭრა ოთხი ჯარისკაცი. სეპარატისტთა ჯარის თანახმად, გასულ კვირაში, მისი ორი სამხედრო მოკლეს. პირველ აპრილს სეპარატისტულ ჯარსა და მთავრობის არმიას შორის მიღწეული ზავის პირობები მთლიანობაში დაცულ იქნა აღდგომის პერიოდში.

XS
SM
MD
LG