Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 22 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ირანს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 22 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ირანს. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია კვირიკაშვილის შეხვედრა ირანის პრეზიდენტთან, ჰასან როჰანისთან. გიორგი კვირიკაშვილს ასევე, უმასპინძლებს ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ესჰაყ ჯაჰანგირი, რის შემდეგაც, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე დოკუმენ-ტზე ხელმოწერა. გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმები საქართველოსა და ირანის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის სამინისტროებს, ასევე - ირანის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის. საქართველოს მთავრობის მეთაური და ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

XS
SM
MD
LG