Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი თავს დაესხა ავღანეთის არმიის ბაზას


სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა თალიბებმა თავდასხმა განახორციელეს ავღანეთის სახელმწიფო არმიის ბაზაზე, ბალხის პროვინციაში, ავღანეთის ჩრდილოეთში. ცნობით, არმიის 8 ჯარისკაცი მოკლეს და 11 დაჭრეს. თავდასხმისას, რომელიც ბალხის პროვინციის ცენტრის, მაზარ-ი-შარიფშის მეჩეთთან მდებარე ბაზაზე მოხდა, მოკლეს ბაზის ტერიტორიაზე მანქანით შესული ერთი თავდამსხმელი. პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის თალიბანმა იკისრა.

XS
SM
MD
LG