Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ ორბანის ვიზიტი და ორი პარალელური აქცია


ვიქტორ ორბანის ვიზიტი და ორი პარალელური აქცია
please wait

No media source currently available

0:00 0:03:05 0:00

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნესფორუმის პარალელურად, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქცია გაიმართა. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მხარდამჭერები აპროტესტებდნენ უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებულ იმ საკანონმდებლო რეგულაციებს, რომლებიც ბუდაპეშტში მოქმედ ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს დახურვით ემუქრება. რადიკალურად განსხვავებული მოწოდებები ისმოდა მეორე აქციაზე, რომლის მონაწილეებიც ვიქტორ ორბანს ტაშით შეეგებნენ და განაცხადეს, რომ სოროსის ფონდის საქმიანობა საქართველოშიც უნდა შეიზღუდოს. ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრით დაშორებული აქციების მონაწილეთა შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა.

XS
SM
MD
LG