Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს რუსეთის აგრესია თავიანთი ქვეყნების წინააღმდეგ


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და მისმა უკრაინელმა კოლეგამ, პაველ კლიმკინმა, რომელიც ვიზიტით იმყოფება საქართველოში, დაგმეს რუსეთის ანექსია თავიანთი ქვეყნების წინააღმდეგ. მინისტრებმა მოუწოდეს საერთაშორისო საზოგადოებას გააძლიერონ სოლიდარობა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაციას და ანექსიას, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძე ერთობლივ პრესკონფერენციაზე. პაველ კლიმკინმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაჭრილი უკრაინელი მეომრების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებული ბავშვების გამოჯანმრთელებისათვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისათვის.

XS
SM
MD
LG