Accessibility links

ავღანეთში თალიბების თავდასხმის შედეგად მოკლულია ასზე მეტი ჯარისკაცი


ჩრდილოეთ ავღანეთში, მაზარი-შარიფის გარეუბანში თალიბები თავს დაესხნენ სამთავრობო ჯარების სამხედრო ბაზას და მოკლეს ასზე მეტი ადამიანი. ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, თავდასხმის წინ თალიბებმა სამთავრობო ჯარების ფორმები გადაიცვეს. ეს ავღანეთში სამთავრობო სამხედრო ბაზაზე განხორციელებული ყველაზე დიდი თავდასხმაა. მაზარი-შარიფის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, დაიღუპა, სულ მცირე 140 სამხედრო მოსამსახურე. არის ბევრი დაჭრილი. ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. სამხედრო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდასხმა მოხდა იმ მომენტში, როცა ჯარისკაცები პარასკევის ლოცვის შემდეგ გამოდიოდნენ ბაზის ტერიტორიაზე მდებარე მეჩეთიდან. თავდამსხმელებმა ასევე დახვრიტეს სასადილოში მყოფი ჯარისკაცები. თალიბებმა განაცხადეს, რომ ბაზის დაცვის გარე პერიმეტრის გასარღვევად გამოიყენეს თვითმკვლელები. ბრძოლა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც იტყობინებიან, თალიბებს შორის მსხვერპლი, სულ მცირე, ათამდე აღწევს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG