Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეფბიაი: რუსეთი ცდილობდა, კავშირი დაემყარებინა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბთან


რუსეთი ცდილობდა, კავშირი დაემყარებინა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბთან. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (ეფბიაის) თანამშრომლები, რომლებიც იძიებენ ტრამპის გარემოცვის კონტაქტებს რუსეთის მთავრობასთან. ერთ-ერთი პირი, რომლის მეშვეობითაც ცდილობდნენ მოქმედებას რუსეთის აგენტები, იყო კარტერ პეიჯი, რომელიც, სხვადასხვა მონაცემით, მარგინალურ როლს თამაშობდა ტრამპის საარჩევნო კამპანიაში. ადრეც ცნობილი იყო იმის თაობაზე, რომ ნიუ-იორკში მოქმედი რუსეთის მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლობის თანამშრომლებად შენიღბული რუსეთის საგარეო დაზვერვის აგენტები პეიჯთან დაკავშირებას ცდილობდნენ. პეიჯმა, საკუთარი სიტყვების თანახმად, მათ მიაწოდა არაგასაიდუმლოებული ინფორმაცია ამერიკის ენერგეტიკის მრეწველობის შესახებ. როგორც სიენენი იტყობინება გამოძიების ფედერალურ ბიუროზე დაყრდნობით, ბიუროს მოეპოვება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთის დაზვერვა შეეცადა ჩანერგილიყო ტრამპის საარჩევნო კამპანიაში, მაგრამ ეფბიაის თანამშრომლებს უჭირთ თქმა, იცოდა თუ არა პეიჯმა, რომ საქმე ჰქონდა რუსეთის საგარეო დაზვერვის აგენტებთან. თავად პეიჯი აცხადებს, რომ რუსეთის წარმომადგენლებისთვის არ გადაუცია არავითარი საიდუმლოებები.

XS
SM
MD
LG