Accessibility links

კიოლნში აპროტესტებენ მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყრილობას


გერმანიის ქალაქ კიოლნში ათასობით დემონსტრანტი გავიდა ქუჩებში მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყრილობის პირველ დღეს. რამდენიმე შემთხვევაში მოხდა სამართალდამცველებთან შეტაკებები. ერთმა პოლიციელმა სახეზე მიიღო ტრავმა. როგორც გერმანიის საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, სამი ათასამდე დემონსტრანტმა გადაკეტა სასტუმროს შენობა, სადაც იმართება ყრილობა, რათა შენობაში შესვლის საშუალება არ მიეცათ დელეგატებისათვის და შეეფერხებინათ ღონისძიების დაწყება. ქალაქში წესრიგს იცავს ოთხი ათასამდე პოლიციელი. როგორც ვარაუდობენ, ყრილობაზე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმოადგენს თავის წინასაარჩევნო პროგრამას და აირჩევს ბუნდესტაგის დეპუტატობის კანდიდატთა სიის ლიდერს. ახლახან პარტიის თავმჯდომარემ, ფრაუკე პეტრიმ განაცხადა, რომ არ ჩაუდგება სათავეში საარჩევნო სიას და არ შევა სიის პირველ სამეულში. თავისი გადაწყვეტილება მან შიდაპარტიული უთანხმოებებით ახსნა. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2017 წლის 24 სექტემბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG