Accessibility links

აშშ-ის კონგრესი აპირებს განაგრძოს გამოძიება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტი აპირებს განაგრძოს გამოძიება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე. გამოძიება შეწყდა მას შემდეგ, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ, დევინ ნუნესმა საკუთარ თავს აცილება მისცა. კომიტეტმა 21 აპრილს გამოაცხადა, რომ წერილობით სთხოვა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს, ჯეიმს კომის, და ეროვნულის უშიშროების სააგენტოს ხელმძღვანელს, მაიკ როჯერსს, 25 აპრილს გამოცხადდნენ დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე. კომიტეტს ასევე დაგეგმილი აქვს, მაისის დამდეგს ღია სხდომებზე გაესაუბროს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კლაპერს, და გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს, სალი იეიტს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG