Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციოლოგებს უჭირთ წინასწარმეტყველება, ვინ გაიმარჯვებს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში


კვირას, 23 აპრილს, საფრანგეთში იმართება საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური. ეს მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ოთხივე კანდიდატს აქვს მეორე ტურში გასვლის შანსი. საფრანგეთის ოკეანისგაღმა ტერიტორიებზე კენჭისყრა უკვე დაიწყო. მოელიან, რომ პირველ ტურში შესაძლოა, არ იყოს დიდი სხვაობა კანდიდატ ლიდერებს შორის. საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, ფრანგების 24% მზადაა, ხმა მისცეს ცენტრის ემანუელ მაკრონს, 22% - მემარჯვენე რადიკალ მარინ ლე პენს. მემარჯვენე ფრანსუა ფიიონსა და ჟან-ლუკ მელანშონს მხარს უჭერს 19% თითოეულს. ამასთან, ფრანგების დაახლოებით ერთ მესამედს ჯერ არ გაურკვევია, ვის მისცემს ხმას, ერთი მესამედი კი არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG