Accessibility links

პოლ რაიანმა განაცხადა, რომ აშშ ცალსახად უჭერს მხარს ნატოს


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, პოლ რაიანმა განაცხადა, რომ აშშ ცალსახად უჭერს მხარს ნატოს. ეს განაცხადება მან გააკეთა ტალინში, ესტონეთის ლიდერებთან შეხვედრაზე. რაიანმა, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში ყველაზე გავლენიანი პირი და პრეზიდენტ დონალდ ტამპის მოკავშირეა, 22 აპრილს თქვა, რომ აშშ-ს გაცნობიერებული აქვს ნატოს უდიდესი მნიშვნელობა. საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობისას დონალდ ტრამპი ხშირად აკრიტიკებდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანს, ხოლო ერთხელ ისიც კი თქვა, რომ ნატო არ არის საჭირო.

XS
SM
MD
LG