Accessibility links

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ავსტრალიაში იმყოფება ვიზიტით


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ავსტრალიაში იმყოფება ვიზიტით. პენსმა, მისმა მეუღლემ და ორმა ქალიშვილმა მოინახულეს სიდნეის ღირსშესანიშნაობები და, როგორც რეიტერი აღნიშნავს, დრო გამოიყენეს „რბილი დიპლომატიისთვის“ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ტურნეს ფარგლებში. ათდღიანი ტურნე მოიცავს სიმბოლურ ჟესტებს, რომელთა მიზანია იმის ჩვენება, რომ აშშ მხარს უჭერს რეგიონის ქვეყნებთან ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას. პენსი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი მაღალი რანგის წარმომადგენელია, რომელიც ავსტრალიას ესტუმრა. ვიზიტმა ახალი აქცენტი შეიძინა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში მასა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ მალკოლმ ტერნბულს შორის მკვეთრი სატელეფონო საუბარი შედგა ლტოლვილთა საკითხში აზრთა სხვადასხვაობის გამო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG