Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ისა და იაპონიის სამხედრო გემებმა ერთობლივი წვრთნა დაიწყეს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში


აშშ-ისა და იაპონიის სამხედრო გემებმა ერთობლივი წვრთნა დაიწყეს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მაშინ, როცა ამერიკის ავიამზიდის ჯგუფი კორეის ნახევარკუნძულს მიუახლოვდა ჩრდილოეთ კორეასთან დაძაბულობის გამწვავების პირობებში. 23 აპრილს იაპონიის ორმა ხომალდმა ავიამზიდ „კარლ ვინსონთან“ ერთად მოახდინა ურთიერთმოქმედების დემონსტრირება ჩრდილოეთ კორეის მხრიდან საფრთხის პირობებში, რომელიც ბირთვულ გამოცდებს ატარებს და უშვებს ბალისტიკურ რაკეტებს. ავიამზიდმა „კარლ ვინსონმა“ შეცვალა დაგეგმილი ვიზიტი ავსტრალიაში, მას შემდეგ, რაც ებრძანა კურსი აეღო ჩრდილოეთ კორეისკენ. იაპონიის სამხედრო-საზღვაო ძალები იტყობინება, რომ მისმა ორმა ხომალდმა 21 აპრილს დატოვა სასებოს პორტი და გაემართა „კარლ ვინსონისკენ“, რომლის ჯგუფში კიდევ რამდენიმე სამხედრო გემია.

XS
SM
MD
LG