Accessibility links

ჩრდილოეთი კორეა დაიმუქრა, რომ ჩაძირავს აშშ-ის ავიამზიდს


ჩრდილოეთმა კორეამ კვირას განაცხადა, რომ მზად არის ჩაძიროს აშშ-ის ავიამზიდი „კარლ ვინსონი“, რათა საკუთარი სამხედრო ძლიერების დემონსტრირება მოახდინოს. ამის შესახებ ფხენიანმა განაცხადა მას შემდეგ, რაც იაპონიის ორი სამხედრო ხომალდი შეუერთდა აშშ-ის ავიამზიდსა და მისი თანმხლები გემების ჯგუფს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში საწვრთნელი მანევრების ჩასატარებლად. წვრთნა ტარდება ჩრდილოეთ კორეის მხრიდან საფრთხის პირობებში, რომელიც ბირთვულ გამოცდებს ატარებს და უშვებს ბალისტიკურ რაკეტებს. ავიამზიდმა „კარლ ვინსონმა“ შეცვალა დაგეგმილი ვიზიტი ავსტრალიაში, მას შემდეგ, რაც ებრძანა კურსი აეღო ჩრდილოეთ კორეისკენ. იაპონიის სამხედრო-საზღვაო ძალები იტყობინება, რომ მისმა ორმა ხომალდმა 21 აპრილს დატოვა სასებოს პორტი და გაემართა „კარლ ვინსონისკენ“, რომლის ჯგუფში კიდევ რამდენიმე სამხედრო გემია.

XS
SM
MD
LG