Accessibility links

მემარჯვენე-პოპულისტურმა პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“, პარტიული სიის ლიდერები აირჩია


გერმანიის მემარჯვენე-პოპულისტურმა პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“, პარტიული სიის ლიდერები აირჩია. ბუნდესტაგის არჩევნებში პარტიული სიის სათავეში იქნებიან ალექსანდრ გაულანდი და ალის ვაიდელი. ეს გადაწყვეტილება მიიღეს პარტიის ყრილობაზე, რომელიც კიოლნში გაიმართა. კიოლნში რამდენიმე ათასი ადამიანი მართავს დემონსტრაციას პარტიის ყრილობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. არის ცნობები პოლიციასთან შეტაკებების შესახებ. 76 წლის გაულანდი, რომელიც 2013 წლამდე ანგელა მერკელის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წევრი იყო, პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“, მემარჯვენე-კონსერვატორულ ფრთას განეკუთვნება და რუსეთთან დაახლოების მომხრეა. 37 წლის ალის ვაიდელი კონსერვატიულ-ლიბერალური მიმართულების წარმომადგენელია. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2017 წლის 24 სექტემბერს გაიმართება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG