Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიარაღებული ძალების მორიგმა ასეულმა ავღანეთში დაიწყო „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულება


საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ბრავოს“ ასეულმა ავღანეთში დაიწყო „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია გაიმართა ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის ბაზაზე. მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა როტაციის წესით შეცვალა პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეული, რომელიც საქართველოში უახლოეს დღეებში დაბრუნდება. მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულის სამხედროები ავღანეთში ექვს თვეს დარჩებიან და დაიცავენ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის და მისი ძალების უსაფრთხოებას. „ბრავო“ ასეულს მიესალმა და ნდობა გამოუცხადა საშტაბო ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა სეტ გლედსტოუნმა. „მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეული სამშობლოში ამაყად ბრუნდება, რადგან დაკისრებული ამოცანები წარმატებით შეასრულა და გადააჭარბა იმ სტანდარტს, რომელიც ექვსი თვის წინ მათთვის დავაწესე. ქართველი სამხედროები ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებენ“, - განაცხადა პოლკოვნიკმა გლედსტოუნმა. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ „ბრავო“ ასეული წინამორბედთა სტანდარტებს გააუმჯობესებს და თავის სამშობლოს მისცემს სიამაყის კიდევ ერთ საფუძველს.

XS
SM
MD
LG