Accessibility links

თანამდებობები დატოვეს ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა


თანამდებობებიდან გადადგნენ ავღანეთის თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი. მათი გადადგომა გამოწვეულია ქალაქ მაზარ-ი-შარიფის სამხედრო ბაზაზე 21 აპრილს მომხდარი თავდასხმით, რომელსაც ემსხვერპლა სულ მცირე 100 ადამიანის სიცოცხლე. ბაზის ტერიტორიაზე შეაღწიეს ავღანეთის არმიის სამხედროებად გადაცმულმა თალიბებმა. მათ დახოცეს ჯარისკაცები, რომლებიც პარასკევის ლოცვის შემდეგ მეჩეთიდან ბრუნდებოდნენ. წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით, დღეს, 24 აპრილს ავღანეთში ჩავიდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი.

XS
SM
MD
LG