Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა ემანუელ მაკრონმა


საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში ხმების 23,75%-ით გაიმარჯვა ცენტრისტმა, ემანუელ მაკრონმა. მეორე ადგილზე 21,53%-ით გავიდა ულტრამემარჯვენე „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი, მარინ ლე პენი. მათი მონაწილეობით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება. ემანუელ მაკრონი მხარს უჭერს ევროკავშირში საფრანგეთის დარჩენას და თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებს, მარინ ლე პენი კი, გლობალიზაციის მოწინააღმდეგეა და სურს საფრანგეთში ჩატარდეს რეფერენდუმი ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე. ლე პენმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ ის სახალხო კანდიდატია. თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა იმედი გამოთქვა, რომ გახდება ყველა პატრიოტულად განწყობილი ფრანგის პრეზიდენტი, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ ნაციონალიზმის საფრთხეს.

XS
SM
MD
LG