Accessibility links

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ეწვია ავღანეთს, სადაც სამხედრო რეორგანიზაცია მიმდინარეობს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯიმ მატისი მოულოდნელი ვიზიტით ეწვია ავღანეთს, თალიბებისა და სხვა ექსტრემისტების წინააღმდეგ ომში არსებული საჭიროებების დასადგენად. მატისი არის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კაბინეტის პირველი წევრი, რომელიც ავღანეთს ეწვია. ქაბულში ის ხვდება ავღანეთის ლიდერებსა და ამერიკელ სამხედროებს. უშუალოდ მის ვიზიტამდე გავრცელდა ცნობა, რომ გადადგნენ ავღანეთის თავდაცვის მინისტრი და არმიის შტაბის უფროსი მას შემდეგ, რაც 21 აპრილს თალიბებმა თავდასხმა მოაწყეს ქალაქ მაზარ-ე-შარიფის სამხედრო ბაზაზე და მოკლეს ათობით ავღანელი ჯარისკაცი. ქაბულში უმაღლესი რანგის ამერიკელმა სარდალმა, გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა ბოლოხანს კონგრესში გამოაცხადა, რომ დამატებით სჭირდება რამდენიმე ათასი ჯარისკაცი, რათა გაგრძელდეს ავღანეთის უშიშროების ძალების მომზადება თალიბების ამბოხებასთან გასამკლავებლად.

XS
SM
MD
LG