Accessibility links

ფედერიკა მოგერინი პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა მოსკოვში


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ფედერიკა მოგერინი პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა მოსკოვში, რუსეთსა და ევროკავშირს შორის მწვავე დაძაბულობის ფონზე. ის ხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს უკრაინაზე, სირიაზე, ლიბიასა და ირანზე, ისევე როგორც ორმხრივი ურთიერთობისა და სხვა საკითხებზე სასაუბროდ. მოგერინი 2014 წელს გახდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი და მიჩნეული იყო რუსეთის მიმართ სიმპათიით განწყობილ პოლიტიკოსად - იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელად მუშაობისას. ახლა მას მოუწევს ლავროვთან და სხვა რუს ოფიციალურ პირებთან საუბარი უთანხმოების გამომწვევ საკითხებზე. ევროკავშირს რუსეთისათვის სანქციები აქვს დაწესებული 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. ამასთან ევროკავშირის ლიდერები შეშფოთებული არიან ცალკეული ქვეყნების არჩევნებში რუსეთის ჩარევით. რუსეთი უარყოფს ამ ბრალდებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG