Accessibility links

მოგერინი: ევროკავშირს სურს რუსეთთან დაახლოება, მაგრამ თვალს ვერ დახუჭავს ყირიმის ანექსიაზე


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროკავშირს სურს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, მაგრამ თვალს ვერ დახუჭავს ყირიმის ანექსიაზე და, შესაბამისად, ძალაში დარჩება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები. მოგერინიმ, რომელიც ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის რანგში პირველად სტუმრობს მოსკოვს, ეს განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მანვე გააკრიტიკა მოსკოვი ცნობების გამო, რომ ჩეჩნეთში იდევნებიან ჰომოსექსუალი მამაკაცები. მოგერინიმ აღნიშნა, რომ რუსეთის მთავრობის პასუხისმგებლობაა, დაიცვას თავისი მოქალაქეების უფლებები. ევროკავშირმა, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთს 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ. სანქციები მოქმედებს იმის გამოც, რომ რუსეთი ეხმარება აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლ სეპარატისტებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG