Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხები აღნიშნავენ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის 102-ე წლისთავს


სომხეთში აღნიშნავენ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის 102-ე წლისთავს. ერევანში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა სვლაში წიწერნაკაბერდის მემორიალისაკენ, დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად. ასეთი სვლა ყოველ წელს, 24 აპრილს იმართება. წინა საღამოს სომეხთა ნაციონალისტურ პარტია „დაშნაკცუტიუნის“ წევრებმა საჯაროდ დაწვეს თურქეთის დროშა და ჩირაღდნებით ჩაიარეს ერევნის ქუჩებში. სომხეთის მონაცემებით, 1,5 მილიონამდე ადამიანი იქნა მოკლული ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს. სომხეთი, ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყანა, მომხდარს გენოციდად მიიჩნევს. მაგრამ თურქეთი უარყოფს ასეთ შეფასებას და აცხადებს, რომ დაიღუპა არა მილიონნახევარი, არამედ 300 ათასიდან 500 ათასამდე სომეხი და, სულ ცოტა, ამდენივე თურქი სამოქალაქო დაპირისპირებისას, როცა სომხები ოსმალებს აუჯანყდნენ და რუსეთის არმიას მიემხრნენ.

XS
SM
MD
LG