Accessibility links

საქართველოს პირველი ლედის ძმას ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა


საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ძმას, მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიხეილ მგალობლიშვილი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მიმდინარე წლის იანვარში დააკავეს. საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, მისი ძმის მიმართ გამოტანილ განაჩენს არ ეთანხმება. როგორც ჩიჩუამ ჟურნალისტებს განუცხადა, იარაღი, რომლის გამოც მისი ძმა დააკავეს, უვარგისია და ფაქტობრივად სამუზეუმო ექსპონატია.თბილისის საქალაქო სასამართლო მიერ ამ საქმეზე 24 აპრილს გაკეთებულ სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მგალობლიშვილს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მემკვიდრეობით გადაეცა, იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, რადგან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ექვემდებარება სპეციალურ აღრიცხვას და შესაბამისი უფლების რეგისტრაციას. ქართული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის მეუღლის ძმა წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი.

XS
SM
MD
LG