Accessibility links

საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატი რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერების სამიზნე იყო


საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატის, ემანუელ მაკრონის გუნდის თანახმად, ის გახდა რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერების თავდასხმის სამიზნე. მაკრონის საარჩევნო კამპანიის სისტემაში შეღწევის მცდელობა მოხდა დეკემბერში. ამის თაობაზე 24 აპრილს "ნიუ იორკ ტაიმსს" და "ასოშიეიტედ პრესს" განუცხადა მონირ მაჰჯუბიმ, რომლიც კამპანიის ციფრულ სფეროს განაგებდა. მან დაადასტურა კიბერუსაფრთხოების ფირმის, „ტრენდ მაიკროს“ ანგარიში, რომ ჰაკერთა ფირმის, „პონ სტორმის“, იგივე „ფენსი ბეარის“, მხრიდან,160-ჯერ მოხდა ელექტრონული ჯაშუშობის ხასიათის შეტევა. ჰაკერთა ეს ჯგუფი აშშ-ის დაზვერვის სამსახურების თანახმად, რუსეთის დაზვერვის სისტემის ერთ-ერთი ნაწილია. მაჰჯუბიმ უთხრა მედიას, რომ ეს იყო სერიოზული იერიში, მაგრამ საფრთხე არ შეგვქმნიაო. "ტრენდ მაიკროს" განმარტებით, ჰაკერებმა შექმნეს ყალბი უებსაიტი, რათა მაკრონის შტაბის თანამშრომელთა პასვორდები მოეპოვებინათ. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შემდეგ, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს საკომპიუტერო სისტემები ძლიერი კონტროლის ქვეშ იყო. მაკრონმა, რომლიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მთავრობის მიმართ კრიტიკულია, მოიგო არჩევნების პირველი ტური და მეორე ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატს, მარინ ლე პენს შეერკინება. ლე პენი, რომელსაც ახლო კავშირები აქვს რუსეთთან, პუტინმა შეაქო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG