Accessibility links

ეუთო იწყებს დონეცკის სასიკვდილო ინციდენტის გამოძიებას


ეუთომ დაიწყო საერთაშორისო გამოძიება უკრაინაში, დონეცკში, უკრაინის აღმოსავლეთში მომხარი ინციდენტისა, რომლის დროსაც ერთი ეუთოელი მეთვალყურე დაიღუპა. ეუთოს გენერალურმა მდივანმა, ლამბარტო ზანიერმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ დაიწყება კიდევ ერთი გამოძიება იმის თაობაზე, თუ ვინ იდგა 23 აპრილის აფეთქების უკან. ამერიკელი ფერშალი, ჯოზეფ სტოუნი იქნა მოკლული, როცა გერმანელი ქალი და ჩეხი კაცი დაშავდნენ საველე ნაღმზე მათი მანქანის აფეთქების შედეგად. ზანიერის თქმით, გზა, სადაც აფეთქება მოხდა, გამოიყენება სამოქალაქო პირების მიერაც, ანუ, შეიძლებოდა, ნაღმის მსხვერპლი სხვა, სამოქალაქო პირები გამხდარიყვნენ. ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მხარს უჭერს აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთოს საგანგებო მისიის უსაფრთხოების გაზრდას. ეუთო სამეთვალყურეო მისიას ასრულებს აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის სამთავრობო ჯარის და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების სამხედრო დაპირისპირებაში.

XS
SM
MD
LG