Accessibility links

იემენში შიმშილობის დასაძლევად გაერო დამატებით საფინანსო წყაროებს ეძებს


გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა მოუწოდა მსოფლიოს, გაიღოს მეტი სახსრები, რათა დაძლეულ იქნეს შიმშილობა იემენში. გუტერეში მოწოდებით გამოვიდა საერთაშორისო დონორთა შეხვედრაზე ჟენევაში, შვეიცარიაში. გენერალურმა მდივანმა მიმართა იემენში დაპირისპირებულ მხარეებს, რომ მოძრაობის საშუალება მისცენ ჰუმანიტარული ტვირთს. გაეროს მოწოდებით, საჭიროა მილიარდ ორასი მილიონი დოლარი იემენის მოშიმშილეთ ადასახმარებლად.ორი წლის განმავლობაში იემენში ერთმანეთს ებრძვიან ჰუთის მიმდევარი მეამბოხეები, რომლებსაც ზურგს უმაგრებს ირანი და საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიცია, რომელიც ყოველდღიურად ბომბავს ქვეყანას, რის შედეგადაც ათი ათასამდე ადამიანი დაიხოცა. ქვეყანაში გავრცელებულია შიმშილი და ავადმყოფობა. ქვეყნის ორ მესამედს, ანუ 19 მილიონ ადამიანს სჭირდება სასწრაფო დახმარება, განაცხადა გუტერეშმა.

XS
SM
MD
LG