Accessibility links

გალში გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა


გალში გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო "საზღვრის" დარღვევის ბრალდებით, უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ დაადასტურა დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ 24 აპრილს გამოქვეყნებული ცნობა, რომ აფხაზურმა მხარემ მას დაუდასტურა, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მამა-შვილის, არჩილ და პაატა როგავების საპატიმროში ყოფნის, მათთვის წინასწარი ორთვიანი პატიმრობის მისჯა. კახაბერ ქემოკლიძეს ენგურის ხიდთან გაესაუბრნენ როგავების ოჯახის წევრები. შეხვედრაზე განიხილეს ასევე სერპარატისტულ რეგიონში საპატიროში მყოფი, გიორგი ლუკავას თემაც. როგორც ქემოკლიძემ განაცხადა, აფხაზური მხარის თანახმად, ლუკავას ოჯახის წევრებს მისი მონახურლების საშუალებას აძლევენ. ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელის ქართული მხარისთვის გადაცემის საკითხზე მუშაობა გრძელდება. როგორც ქემოკლიძემ განაცხადა, ადმინისტრაციული საზღვრის პირას მდებარე სოფლის მცხოვრებთათვის სასოფლო-სამეურნეო მიწების უსაფრთხოდ დამუშავების თემაც იქნა განხილული შეხვედრაზე.

XS
SM
MD
LG