Accessibility links

პაკისტანში 10-მდე ადამიანი დაიღუპა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად


პაკისტანში, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი დაიღუპა გზის პირას ჩადებულ ბომბზე მიკროავტობუსის აფეთქების შედეგად. ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ფარაჩინარის სათემო ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ინციდენტი მოხდა შიიტების უმცირესობით დასახლებულ კურამის რაიონში, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება. ამ რეგიონში ხშირია რელიგიური ნიშნით დაპირისპირების შემთხვევები. ცნობების თანახმად, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან, დაიჭრა 13 ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ სუნიტი ექსტრემისტები, მათ შორის თალიბები, მკრეხელებად მიიჩნევენ შიიტებს და მათზე პაკისტანშიც აწყობენ ხოლმე თავდასხმებს.

XS
SM
MD
LG