Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" მონაცემებით, 2016 წელს მსოფლიოში 259 ჟურნალისტი დააპატიმრეს


ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ შეფასებით, ახალი მედიასაშუალებები ართულებს ცენზურას, მაგრამ ამავე საშუალებებს სულ უფრო აქტიურად იყენებენ რეპრესიული რეჟიმებიც და იმატა ჟურნალისტების დაპატიმრებისა და მკვლელობის შემთხვევებმა. ამის შესახებ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯოელ საიმონმა აღნიშნა ჩვენს რადიოსთან საუბრისას. „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ მონაცემებით, რომლებიც 25 აპრილს გამოქვეყნდა, 2016 წელს მსოფლიოში 259 ჟურნალისტი დააპატიმრეს - ყველაზე მეტი, რაც კი ოდსმე აღურიცხავს ნიუ-იორკში დაფუძნებული ამ ორგანიზაციას. ის 1990 წლიდან აგროვებს ჟურნალისტების დევნის ამსახველ ინფორმაციას. მისივე მონაცემებით, განვლილი ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიოში მოკლეს 332 ჟურნალისტი, რაც წინა წლებთან შედარებით ასევე სარეკორდო მაჩვენებელია.

XS
SM
MD
LG