Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ჯანელიძე და ზიგმარ გაბრიელი დღეს ბერლინში საზეიმოდ გახსნიან საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელს


საქართველოს და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, მიხეილ ჯანელიძე და ზიგმარ გაბრიელი დღეს ბერლინში საზეიმოდ გახსნიან საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელს. ცერემონია გაიმართება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წვეულებათა დარბაზში. ცერემონია მოიცავს კონცერტს ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით და ექსპოზიციას, „მომავლის მემკვიდრეობა - 200 წელი: ქართულ-გერმანული ისტორიები.“ საზეიმო გახსნა დასრულდება დისკუსიით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტი, ტობიას ვოსი, მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და გერმანიის ბუნდესლიგის ყოფილი ფეხბურთელი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და პარლამენტის წევრი, ლევან კობიაშვილი.

XS
SM
MD
LG