Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხამენეი ირანის პრეზიდენტობის კანდიდატებს მოუწოდებს, ეკონომიკურ ზრდაზე იზრუნონ დასავლეთისაგან დახმარების გარეშე


ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი პრეზიდენტობის კანდიდატებს მოუწოდებს, ყურადღება გაამახვილონ ეკონომიკურ ზრდაზე დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე. ამ მოწოდებით ხამენეი ემიჯნება ირანის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჰასან როჰანის პოლიტიკას, ეკონომიკა გაძლიერდეს უცხოეთთან ვაჭრობისა და ინვესტიციების მოზიდვსი მეშვეობით. აიათოლა ალი ხამენეიმ 25 აპრილს თეირანში, ისლამური ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას თქვა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები ეროვნულ შესაძლებლობებზე და ადგილობრივ პოტენციალზე უნდა იყვნენ ფოკუსირებული - უცხოეთისაკენ ყურების ნაცვლად. ირანში 19 მაისს გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები. როჰანის მთავარ მეტოქედ მიჩნეულია გავლენიანი სასულიერო პირი, კონსერვატიული ძალების წარმომადგენელი ებრაჰიმ რაისი, რომელიც პირობას დებს, რომ წელიწადში 1,5 მილიონზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში. ხამენეის მოკვაშირეები, რომლებიც დასავლეთთან ურთიერთობაში ხისტ პოზიციაზე დგანან, პრაგმატულ პრეზიდენტ როჰანის ადანაშაულებენ ეკონომიკური აღმასვლის ნელ ტემპში მას შემდეგ, რაც დასავლეთმა ირანს სანქციების უმრავლესობა მოუხსნა, ბირთვულ პროგრამაზე გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.

XS
SM
MD
LG