Accessibility links

რუსეთი და ჩინეთი აკრიტიკებენ სამხრეთ კორეაში აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას


რუსეთი და ჩინეთი ვაშინგტონს აკრიტიკებენ ზომების გამო, რომელთა მიღებაც დაწყებულია სამხრეთ კორეაში შეერთებული შტატების ანტისარაკეტო სისტემის განსათავსებლად, ჩრდილოეთ კორეასთან დაძაბულობის ფონზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 26 აპრილს მოსკოვში, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას კორეის ნახევარკუნძულისთვის "უაღრესად მადესტაბილიზებელი ფაქტორი" უწოდა შეერთებული შტატების ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას. ჩინეთი კი აცხადებს, რომ ანტისარაკეტო სისტემის გამო თავისი შეშფოთება გაუზიარა აშშ-სა და სამხრეთ კორეას. შეერთებულმა შტატებმა მარტში გამოაცხადა, რომ შეუდგა სამხრეთ კორეაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებას, ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრხთისაგან დაცვაში დასახმარებლად. სისტემის დამონტაჟება დაიწყეს ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთმა კორეამ ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა ოკეანეში იაპონიის მახლობლად.

XS
SM
MD
LG