Accessibility links

ლავროვი “უსაფუძვლოს“ უწოდებს აშშ-ის ბრალდებას, რომ რუსეთი იარაღს აწვდის ავღანელ თალიბებს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა "უსაფუძვლო" უწოდა აშშ-ის ბრალდებას, რომ მოსკოვი იარაღს აწვდის ავღანეთში მებრძოლ თალიბებს. ეს განცხადება ლავროვმა 25 აპრილს გააკეთა. წინა დღეს მაღალი რანგის ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ქაბულში უთხრა ჟურნალისტებს, რომ რუსეთი ავტომატებს და საშუალო ზომის სხვა იარაღს აწვდის თალიბებს, რომლებიც ამ აღჭურვილობას ჰელმანდის, ყანდაარისა და ურუზგანის პროვინციებში იყენებენ. ლავროვმა ამ ბრალდებას „არაპროფესიონალური და უსაფუძვლო“ გამონათქვამი უწოდა. მან მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ არავის მოუყვანია ერთი ფაქტიც კი ბრალდების გასამყარებლად. ასევე ლავროვის თქმით, რუსეთის პოზიცია თალიბანთან მიმართებით არის ის, რომ ჯგუფმა მონაწილეობა უნდა მიიღოს ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG