Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს უკრაინასთან უვიზო მიმოსვლას


ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს უკრაინისათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობის ნაბიჯია იმისათვის, რომ უკრაინის მოქალაქეებმა უვიზოდ შეძლონ ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა. ახლა მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის მინისტერიალზე 11 მაისს დაამტკიცებენ ელჩების გადაწყვეტილებას და 17 მაისს სტრასბურგში გაიმართება უკრაინასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონია. ევროპელი დიპლომატების ვარაუდით, უკრაინელებისათვის უვიზო რეჟიმი ივნისის შუა რიცხვებში ამოქმედდება. ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერამ უკრაინელების დიდ ნაწილში გააძლიერა ევროკავშირთან დაახლოების სურვილი. საქართველოსთვის წელს, 28 მარტს ამოქმედდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.

XS
SM
MD
LG