Accessibility links

რუსეთის სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა ყირიმელ თათარს ისლამისტური ჯგუფის შექმნის ბრალდებით


რუსეთის სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა ყირიმელ თათარს, რუსლან ზეიტულაიევს, ყირიმში ისლამისტური ჯგუფის, „ჰიზბ უტ-ტაჰრირის“ შექმნის ბრალდებით. კიევი მაშინვე გამოეხმაურა ვერდიქტს, რომელსაც გმობს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას. „ჰიზბ უტ-ტაჰრირი“ აკრძალულია რუსეთში, რომელმაც 2014 წელს მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია და მას შემდეგ დევნის ანექსიის მოწინააღმდეგეებს, მათ შორის ყირიმელ თათრებს - როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციები აღნიშნავენ, დაუსაბუთებელი ბრალდებების საფუძველზე. უკრაინის საგარეო უწყების პრესმდივანმა, მარიანა ბეცამ ვერდიქტს „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, დაგმონ რუსეთში ზეიტულაევის გასამართლება. 12-წლიანი პატიმრობის მისჯა გადაწყდა ზეიტულაევის ხელახლა გასამართლებისას - მას შემდეგ, რაც პროკურორებმა ზედმეტად ლმობიერად მიიჩნიეს ადრე გამოტანილი ვერდიქტი. შარშან სექტემბერში რუსეთის ამავე, ქალაქ დონის როსტოვის სასამართლომ ზეიტულაიევსა და კიდევ სამ ყირიმელ თათარს მიუსაჯა პატიმრობა - თავისუფლების აღკვეთა ხუთიდან შვიდ წლამდე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG