Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის სასამართლომ უარი თქვა კოსოვოს ექსპრემიერ-მინისტრის ექსტრადიციაზე


საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის რამუშ ჰარადინაის ექსტრადიციაზე, რასაც ესწრაფვის სერბია, რომელსაც სურს სამხედრო დანაშაულისათვის გაასამართლოს ჰარადინაი. ექსტრადიციის ნაცვლად, სასამართლომ 27 აპრილს, კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. „ამ წუთიდან მე თავისუფალი ადამიანი ვარ და ვიმედოვნებ, რომ შევძლებ კოსოვოში დაბრუნებას“, - განაცხადა რამუშ ჰარადინაიმ. ის პარტიზანთა მეთაური იყო 1998-1999 წლებში კოსოვოს დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე ომში. ჰარადინაის სერბია ბრალს სდებს ომის დანაშაულებების ჩადენაში.

XS
SM
MD
LG