Accessibility links

თურქეთში დააპატიმრეს გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი ათასამდე პირი


26 აპრილს თურქეთში დააპატიმრეს 1000-ზე მეტი კაცი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან აშშ-ში მცხოვრებ სასულიერო პირ, ფეტულა გიულენთან კავშირში. იმავე საბაბით თანამდებობიდან გაათავისუფლეს პოლიციის 9000-ი თანამშრომელი. თურქეთის მედიის თანახმად, ეს არის ბოლო თვეების განმავლობაში ჩატარებული ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერაცია იმ მოძრაობის წინააღმდეგ, რომელიც თურქეთის ხელისუფლების თანახმად, გასული წლის ივლისში, არშემდგარი სამხედრო გადატრიალების უკან დგას. იუწყებიან, რომ პოლიციამ ქვეყნის 81 პროვინციაში ერთსა და იმავე დროს ჩაატარა ოპერაცია, რომელშიც 8 500-მდე სამართალდამცველი მონაწილეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მიმართული გიულენის მოძრაობის განადგურებისკენ. ფეტულა გიულენი უარყოფს მის კავშირს 2016 წლის ივლისის სამხედო გადატრიალების მცდელობასთან.

XS
SM
MD
LG