Accessibility links

ირაკლი სესიაშვილი „ნაციონალურ მოძრობას“ მისი შვილის მისამართით გამოთქმული ცილისწამებისათვის უჩივის


საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა მის შვილთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებზე საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა. პარლამენტარი მოითხოვს პროკურატურისგან იმის დადგენას, ჩაიდინა, თუ არა მისმა შვილმა რაიმე დანაშაული, როგორც ამას ამტკიცებს ოპოზიციური "ნაციონალური მოძრობა". 26 აპრილს ამ პარტიის წევრმა, კოტე იოსელიანმა, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ირაკლი სესიაშვილის შვილის, დავით სესიაშვილის, სავარაუდოდ, ქურდობაში მონაწილეობის საქმე მიჩქმალეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის სამსახური უარყოფს რაიმე კანონდარღვევის გამოვლენას დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის შვილთან, დავით სესიაშვილთან დაკავშირებით, რომელიც უწყების საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში, ექვსთვიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს. ირაკლი სესიაშვილი პროკურატურისაგან მოითხოვს იმ ადამიანების დასჯას, ვინც მის შვილთან დაკავშირებით ცრუ ბრალდებები გამოთქვეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG