Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც მეორ დღეა იმყოფება ოფიციალური ვიზიტით ბუქარესტში, 27 აპრილს რუმინეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტ კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და ამ მიმართულებით მიღწეული წარმატება. კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუსმა გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედება, რაც საქართველოს მიერ გაწეული შრომის აღიარებად შეაფასა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატის პრეზიდენტს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

XS
SM
MD
LG